MotionDesignAfter Effects
ისწავლე 2D ანიმაციური ვიდეო რგოლის დამოუკიდებლად დაგეგმვა და ანიმირება After Effects-ში: ანიმაციის პრინციპებიდან და ტექნიკებიდან გრაფიკის გადაღებულ ვიდეოში ინტეგრირებამდე.
- ლექტორი
- ლევან ზაზარაშვილი
- ფორმატი
- ფიზიკურად + ონლაინ
- დაწყება
- 7 ოქტომბერი
- ხანგრძლივობა
- 2 თვე
- შეხვედრები
- 8 შეხვედრა, 16 სთ
- განრიგი
- ოთხშაბათი
ინსტრუმენტი და ფოკუსი:
Adobe After Effects2D ანიმაციაMotion Graphicsვიდეოში ინტეგრაციაგამოთვალე ანიმაციის კადრები და ტაიმინგი
მოუშენ დიზაინერი ანიმაციას წამებით კი არა, კადრებით ფიქრობს. შეიყვანე რგოლის ხანგრძლივობა, fps და keyframe-ების რაოდენობა, აირჩიე easing და ნახე, როგორ იცვლება მოძრაობის ხასიათი. ეს პირდაპირ უკავშირდება ლექცია 2-სა და 3-ს: Key ფრეიმების ტიპებს და მათი სიჩქარის გრაფიკებთან მუშაობას.
პარამეტრები
გამარტივებული მოდელი საგანმანათლებლო მიზნებისთვის. რეალური რენდერის დრო დამოკიდებულია ეფექტებზე, ფენების რაოდენობასა და კომპიუტერის სიმძლავრეზე.
Easing პრევიუ
რომბები keyframe-ებს აჩვენებს, თანაბრად განაწილებულს რგოლის ხანგრძლივობაზე. პრევიუ მაქსიმუმ 4 წამს გრძელდება.
8 შეხვედრა, სამი ეტაპი
16 საათი, After Effects-ის ინტერფეისიდან და Key ფრეიმებიდან ლეიერებზე, მასკებზე, ექსფრეშენებზე, ქარაქთერის რიგინგსა და პლაგინებამდე. კურსი სრულდება საკუთარი ანიმაციის დაგეგმვითა და შემაჯამებელი დავალებით. სერტიფიკატისთვის საჭიროა მინიმუმ 70 ქულა, 91 ქულიდან კი ლექტორისგან წერილობით რეკომენდაციას მიიღებ.
კურსის ბოლოს
ცოდნა და უნარები, რომლებსაც კურსის სილაბუსის მიხედვით მიიღებ.
გეცოდინება
- ანიმაციის ძირითადი პრინციპები
- ანიმირებისთვის საჭირო სხვადასხვა ტექნიკა
- განსხვავებული სტილის გრაფიკული ელემენტები
- გრაფიკის გადაღებულ ვიდეოში ინტეგრირების გზები
- 2D ანიმაციური რგოლის დაგეგმვის ეტაპები
შეძლებ
- ანიმაციის ძირითადი პრინციპების პრაქტიკაში გამოყენებას
- ანიმირების სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებას After Effects-ში
- განსხვავებული სტილის გრაფიკულ ელემენტებზე მუშაობას
- გრაფიკის გადაღებულ ვიდეოში ინტეგრირებას
- 2D ანიმაციური ვიდეო რგოლის დამოუკიდებლად დაგეგმვასა და ანიმირებას
- ეფექტური და თანამედროვე ანიმაციური რგოლების შექმნას კომპანიისთვის ან სარეკლამო სააგენტოსთვის
ლევან
ზაზარაშვილი
Motion Designer, Adjarabet.com
ლექტორი
ლევან ზაზარაშვილი Adjarabet.com-ში მოუშენ დიზაინერია. სფეროში 6 წლიანი მუშაობის განმავლობაში უმუშავია და უთანამშრომლია Bank Of Georgia-სთან, Crediton.ge-სთან, Leavingstone-თან, Watergunz-თან და სხვა კომპანიებთან თუ სააგენტოებთან.
- Adjarabet.comმოუშენ დიზაინერი
- Bank Of Georgia, Crediton.geმუშაობა და თანამშრომლობა კომპანიებთან
- Leavingstone, Watergunzმუშაობა და თანამშრომლობა სააგენტოებთან
- 2018, GIPAPortfolio Review-ს გამარჯვებული
- 2018, ფრანკფურტიმისი პროექტი, ანიმირებული ქართული ანბანი, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იყო წარმოდგენილი
ლევანის ნამუშევრები: პორტფოლიო
კომპანიები და სააგენტოები, რომლებთანაც უმუშავია:
ადგილის დაჯავშნა
ფიზიკურად ან ონლაინ, კვირაში ერთხელ, 2 თვის განმავლობაში. შემდეგი ჯგუფი 7 ოქტომბერს იწყება.
ადგილები შეზღუდულია.
- ინგლისურის საბაზისო ცოდნა
- კომპიუტერთან მუშაობის ზოგადი გამოცდილება
- დაკვირვებულობა, კონცენტრირებულობა, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
კურსის შემდეგ შეგიძლია ჩაერთო Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამაში: რეზიუმე, გასაუბრებისთვის მომზადება და პარტნიორ კომპანიებთან დაკავშირება.